რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
“მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას მიკაელ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.
მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი თბილისში 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. მიკაელ კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება ექსტრადიციის საქმეებზე, მათ შორის გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართელოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა (საქმე “შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ” (საჩივარი # 36378/02)).
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მიკაელ კადიევის ექსტრადიცია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ის გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,” _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მიკაელ კადიევს რუსეთში დაღესტანში, ხასავიურტის რაიონის თავმჯდომარის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.
მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტის მცდელობისთვსი თბილისში 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასაროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიების ცნობით, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს.