ინციდენტის მონაწილენი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ცენტრალური გზიდანაც კარგად ჩანს, “გურია ნიუსის” კამერა დაინახეს.
ჩვენ მიერ ინციდენტის ფაქტის დაფიქსირების მცდელობას, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მოჰყვა _ სპორტული სკოლის მთავარი სპეციალისტი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტიური სახე გია ნინიძე ტელეფონით დაგვიკავშირდა და “რჩევა-დარიგება” არ დაიშურა:
_ იქ აღმოჩნდით, სადაც არ უნდა ყოფილიყავით. შვილების პატრონი ხარ… ყველას შეუძლია რაღაც დაემართოს და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცეები გადავიღოთ, _ ასეთი იყო ნინიძის მუქარის შინაარსი.
მომხდარზე მოკლვევა უკვე დაწყებულია. ოზურგეთის მთავარი პროკურორის, კახა კოჩივარის ინფორმაციით, მოკვლევა გუშინვე, ვებ გვერდზე მასალის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო.
საქმეზე ძიებას ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო აწარმოებს. ჟურნალისტი ნატო გოგელია დაკითხვაზე დღეს 2 საათზეა დაბარებული. ჟურნალისტის უფლებების დაცვის სურვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის წარმომადგენლობამ უკვე გამოთქვა.