ნუგზარ კილაძეს გაუნადგდურა ვენახი.
ადგილობრივების თქმით, მთიდან წამოსული წყალი შევიდა მათ ეზოებში. მოსახლეობა ამტკიცებს, ეს ამოუწმენდავი სანიაღვრე არხების გამო ხდება.
დაზარალებული ვლადიმერ ქურიძე: “წვიმამ სრულიად გამინადგურა საზამთროს ბაღი _ 600 ძირი იქნებოდა. ერთ მეტრამდე სიმაღლის წყალში იყო ბაღში, რომელიც. ვალით გავაშენე. დავუკავშირდი ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები. ვითხოვ ზარალის ანაზღაურებას. ამას ყველაფერს ამოუწმენდავი სანიაღვრე არხები იწვევს,” _ გვითხრა დაზარალებულმა.
თემის რწმუნებულის ზაზა წულაძის თქმით, სანიაღვრე სისტემა უნდა გაიწმინდოს და ჯებირები გაკეთდეს, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული: “ამას სჭირდება დრო. ჩვენ წერილობით უნდა მივმართოთ ინფრასტრუქტურის სამსახურს, მათ უნდა აღწერონ ზარალი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფინანსები არ აქვთ _ ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთათვის თანხა არ არის. ამ ეტაპზე ის შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი დიდია, დაახლოებით 10 ოჯახი დაზარალდა. ამჯერად ადგილზე სამტრედიის საგზაო სამსახურის ტრაქტორები მუშაობენ,” _ გვითხრა ზაზა წულაძემ.
ლანჩხუთი ახლაც წვიმს, მოსახლეობას კი ისევ წყლის მოვარდნის ეშინია.