- მოქალაქე თ.ვ.-ის საფოსტო გზავნილში მოთავსებულ ყურთსასმენებში დამალული აღმოჩნდა არადეკლარირებული 24 ცალი, მაღალი სინჯის ოქროს მონეტა (საერთო წონით 174,68 გრამი). ექსპერტიზის შედეგად, აღნიშნული მონეტების საბაჟო ღირებულებამ 7 032,6 აშშ დოლარი შეადგინა;
- მოქალაქე ლ.ა.-ის საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით – 153,44 გრამი (საბაჟო ღირებულება – 4 384,7 აშშ დოლარი);
- მოქალაქე ლ.ფ.-ის საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა 120 აბი პრეპარატი ტრამადოლი (contramal).
საქონელი მოთავსებული იყო იტალიიდან გამოგზავნილ საფოსტო გზავნილში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.