“ვკითხულობ საინფორმაციო სააგენტოებს. იდენტიფიცირებადი იყო, არ იყო, შეიძლებოდა, შეუძლებელი იყო… ჩემს მეგობრებს მინდა შევეხმიანო, უფლებადამცველებს ვინც დატოვა სხდომა. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და წავიდნენ შეხვედრაზე. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა _ ეს მათ ნებაა. მე დღემდე არ მინახავს ციხის კადრები. ეს არ არის საინტერესო, ეს ადამიანის პირადი არჩევანია.
მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში წესით, ბევრი რამ უნდა ქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი. მე ბოლო 20 წლის მანძილზე უამრავი ასეთი რამ მინახავს და ეს ჩემი სამსახური იყო. უნდა მენახა, საკუთარი თვალით უნდა მენახა, იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი. ეს სამსახურია ასეთ მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობითი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, ცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისათვის უნდა იბრძოლოთ. როდესაც წლების წინ ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა პოლიციიდან ფოტოები მომიტანა სადაც დაახლოებით ანალოგიური რამ იყო აღბეჭდილი, მაინტერესებს როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მსხვერპლის ნებართვა უნდა მეთხოვა, ხელი უნდა ამეფარებინა თვალებზე, უნდა დამეხია? მაშინ ხომ სწორედ ასე გავიგეთ რა ხდებოდა პოლიციის დაწესებულებებში?
აბსოლუტურად არ მესმის თქვენი პროტესტი. თუ ისედაც იცით და არ გჭირდებათ დარწმუნება ეს სხვა საკითხია, ოღონდ ეს შესაბამისად უნდა ითქვას.
შეხვედრა დატოვეთ. არაფერი გინახავთ, მერე კომენტარები გაკეთდა _ მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს იდენტფიცირებადი იყოო.
მითხრესო?! _ ასე მითხრესო არ არის სერიოზული, არ არის სერიოზული!!!!
იმაზე უნდა წუხდეთ, რომ თქვენ არ გაგანდეს თავის დროზე ეს საშინელებები, თქვენამდე ვერ ან არ მოიტანეს. თუ არ გეცოდინებათ, თუ შესაძლებლობა გაქვთ და არ იყენებთ, რომ საკუთარი საქმე აკეთოთ მაშინ ხვალ და ზეგ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფუნქცია. ისევ მითხრესო?!
ბოდიშს ვიხდი, დღეს შესაძლოა ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ როგორც ამბობენ ყოფილი უფლებადამცველები არ არსებობენ, და ძველი სტატუსით ვწერ ამ პატარა გზავნილს!, _ წერს ხიდაშელი.