https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საია-ს თავმჯდომარის პასუხი “არასწორ კრიტიკას”

13:06; 21.06.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყველგან ცხელი დებატები მიდის ვიდეო კადრებთან დაკავშირებით. ბევრი კრიტიკა მოვისმინე საიას და იმ ორგანიზაციების მისამართით, ვინც 20 ივნისს შსს-ში ვიდეო კადრების ჩვენების მიზნით გამართული შეხვედრა დატოვა.

მე არ მსურს ყველაფერს გამოვეხმაურო. ბევრ შეფასებაზე საუკეთესო კომენტარი მისი უკომენტაროდ დატოვება იქნება. თუმცა, მსურს გამოვეხმაურო თინა ხიდაშელის შეფასებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი შეფასება ერთგვარ აკუმულირებას ახდენს ზოგადად ჩვენ მიმართ გამოთქმული უარყოფითი შეფასებების და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ალბათ ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი საიას კრიტიკა იმ ადამიანის მხრიდან არის, ვისაც საიასთვის ყველაზე მეტი გაუკეთებია თავის დროზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით შეხვედრის შესახებ და წავედით ამ შეხვედრაზე. ცხადია, ამ წინადადების ლოგიკა არის ის, რომ თუ შეხვედრის დატოვება გადაწყვეტილი გვქონდა, მაშინ საერთოდაც რატომ მივდიოდით იქ.

პასუხი ასეთია: პირადად მე, როდესაც შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ დამირეკა, მითხრა, რომ იგეგმებოდა შეხვედრა ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით. კადრების ჩვენება რომ იგეგმებოდა, მას არ უთქვამს. ცხადია, შემდეგში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვივარაუდე, რომ შესაძლებელი იყო ვიდეო კადრების ჩვენება მომხდარიყო, თუმცა ვარაუდი საწინააღმდეგო მიმართულებითაც არსებობდა – სხვა ფარული კადრების არსებობის შესახებ დიდი ხანია ვიცით, ამ თემაზე სხვა დროსაც დასწრებიან საიას წარმომადგენლები შსს-ში გამართულ შეხვედრას, მაგრამ კადრების ჩვენება არ მომხდარა. იმ პირობებში, როდესაც მე შსს-დან არ მქონდა ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის მიზნის შესახებ, ცხადია, საწინააღმდეგო ვარაუდის გაკეთების შესაძლებლობა არსებობდა და წავედი იმიტომ, რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე არწასვლის გადაწყვეტილება ვარაუდებზე არ უნდა დამეფუძნებინა.

ამასთან, მე ვვარაუდობდი, რომ შეხვედრაზე მივიღებდი ზოგად ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა სახის, რა სიმძიმის, რა რაოდენობის ფაქტებზეა ჩანაწერები, მონაწილეობდნენ თუ არა ამ ამბავში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რა ეტაპზეა გამოძიება, რამდენი პირის და რომელი უწყებების წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა, ამ ეტაპზე რამდენი პირია პასუხისგებაში მიცემული, რა ღონისძიებებს გეგმავს სახელმწიფო მსხვერპლთა სხვადასხვა სახის რეაბილიტაციის მიზნით და ა.შ. როდესაც ცხადი შეიქმნა, რომ შეხვედრა იწყებოდა ვიდეო კადრების ჩვენებით, მე საჯაროდ დავსვი კითხვა თუ რა მიზნისთვის გვსურდა ამ შემთხვევაში მიგვეღწია. კითხვაზე არანაირი პასუხი არ მიმიღია (იმედია, დამსწრეები დამეთანხმებიან), რის შემდეგაც შეხვედრა დავტოვე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებადამცველმა უნდა ნახოს მსგავსი ვიდეო კადრები, რათა დარწმუნებული იყოსო. მე იმ შეხვედრაზეც განვაცხადე და ახლაც საჯაროდ ვამბობ, რომ: თუ მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას ჰქონდა წინა წლებში ადგილი და რომ ეს სისტემური პრობლემა იყო, ამაში ისედაც დარწმუნებული ვარ უკვე დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ სისტემურობაშიც, უსასტიკეს ხასიათშიც და ა.შ.

ვფიქრობ, თინა საკუთარ პოზიციას ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთის მხრივ, მსგავსი კადრების ნახვის აუცილებლობაზე საუბრობს, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ, მაგალითად, ციხის კადრები დღემდე არ უნახავს. ცხადია, ჩნდება კითხვა, შეეშალა თუ არა ხელი მას ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის საქმეში იმით, რომ ციხის კადრები არ უნახავს?! იმედი მაქვს, ამ კითხვაზე ის პასუხი არ იქნება, რომ ციხის კადრების გავრცელების მომენტში თინა იყო არა უფლებადამცველი, არამედ პოლიტიკოსი. მსგავსი განსხვავება მოცემულ შემთხვევაში სრულიად არარელევანტური იქნება. ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა ნებისმიერი პოლიტიკოსის უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს. მოცემულ სიტუაციაში ჩემთვის მართლა გაუგებარი რჩება, მე როგორც უფლებადამცველი, როგორ დავიცავდი ადამიანის უფლებას უკეთ, თუ იმ შეხვედრაზე ვნახავდი როგორ აუპატიურებს ერთი კაცი მეორეს? არ მგონია, ვინმემ ამ კითხვაზე გონივრულად დასაბუთებული პასუხის გაცემა შეძლოს.

ამასთან, თუ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს მთელი საზოგადოება არ შეებრძოლა, მხოლოდ უფლებადამცველები ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევენ. ციხის კადრების გავრცელებამდე ორიოდე თვით ადრე, როდესაც ქსნის ციხიდან 700 პატიმარმა წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის შესახებ მოიწერა, მაშინ საიამ ქსნის ციხესთან აქცია გამართა. დაახლოებით 7 ადამიანი მოვიდა მხოლოდ!.. იქნებ პასიურობა და ინდიფერენტულობა მთელი საზოგადოების პრობლემა იყო და ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე?! ახლა როგორ მოვიქცეთ, საზოგადოებას რომ უფლებებისათვის ბრძოლის სურვილი გავუღვივოთ და სისასტიკის რეალურობაში დავარწმუნოთ, ყველას ვაჩვენოთ ეს კადრები?!

ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უკუღმართულად იყო აგებული ის ინსტიტუციები, რომლებიც წესით ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ: სასამართლო იყო უსამართლო, სამართალდამცავები არათუ იცავდნენ სამართალს, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად გვევლინებოდნენ სამართალდამრღვევებად და ამას კანონის სახელით აკეთებდნენ. პროკურორის ზეწოლას მოსამართლე ქვეწოლით ეგებებოდა (მომიტევოს მოსამართლეთა იმ ნაწილმა, რომელიც ღირსეული გადაწყვეტილებების მიღებას მაინც ახერხებდა, ცხადია მათ არ ვგულისხმობ). გამოსავალი არის ამ ინსტიტუციების გამართვაში და არა ისედაც გაღიზიანებული და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი ხალხისთვის ამ კადრების ჩვენებაში. როგორ მოიქცეს ის ადამიანი, ვისი საჩივარიც დღეს ისევ იმ პროკურორს ეწერება, ვისაც უჩივის?! ვინც აიძულეს სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა ქონება, დღესაც ამ ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა და დაბრუნება მაინც არ ხდება?!

წლების განმავლობაში მასობრივად დარღვეულმა უფლებებმა იმ საზოგადოებაში, რომელიც რამდენიმე ასიათასიან მიტინგს უმცირესი ექსცესების გარეშე ატარებდა, დააგროვა აგრესია და იმ ვითარებაში როდესაც ათიათასობით საჩივარი ჯერჯერობით სათანადოდ პასუხგაუცემელია, ამ კადრების ჩვენებით შეიქმნება იმის რისკი, რომ არსებული აგრესია, კიდევ უფრო გაიზრდება, ადამიანები დაიწყებენ იმ პირთა მიმართ პირად ანგარიშსწორებას თუ ლინჩის წესით გასამართლებას, ვინც საკუთარი უბედურების დამკვეთად თუ შემსრულებლად მიაჩნიათ. მე ცხადია არ შემიძლია იმის მტკიცება, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ ამის რისკი არსებობს და არ მგონია ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ამ სატუაციაში ამ რისკზე წასვლა ღირდეს და ცეცხლზე ნავთის დასხმა სწორი გადაწყვეტილება იყოს. ვფიქრობ უკეთესი იქნება გავმართოთ სამართალდამცავი სისტემა ისე, რომ ყველა ზემოაღნიშნულ ქმედებას კანონის მთელი სიმკაცრით შესაბამისი პასუხი გაეცეს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად აღვადგინოთ ყველა უფლებადარღვეული ადამიანის უფლება, გავა ცოტა დრო, ჩვენი გახურებული გონებები ცოტა გაგრილდებიან, რაციონალური განსჯის მეტ უნარს დაიბრუნებენ და თუ საზოგადოება მაინც და მაინც ამ კადრების ნახვას თუ ისტორიისთვის შემონახვას განიზრახავს, მერე გადაწყდეს ეგ საკითხი…

თინა ასევე სვამს კითხვას უნდა ენახა თუ არა ის ფოტოები, რომელიც მას როგორც უფლებადამცველს, კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციიდან მიუტანა. ცხადია უნდა ენახა და მეც მზად ვარ ვნახო თუნდაც ყველაზე მძიმე ამბავის აღმწერი კადრი თუ კონკრეტული ადამიანი ამ კადრს მომიტანს და დახმარებას მთხოვს. მაგრამ არ ვფიქრობ ამ ორ ამბავს შორის არსებითი განსხვავების ნახვა რთული იყოს. გუშინდელ შემთხვევაში თავად შსს გვაჩვენებდა ჩანაწერს და უფლებადამცველს მხოლოდ მაყურებლის სტატუსი ექნებოდა ფაქტიურად. ცხადია, სამართლებრივი რეაგირების მოხდება ამ ამბავზე შსს-ს ნებისმიერ შემთხვევაში ევალება, მიუხედავად იმისა, ნახავს თუ არა მას ვინმე. თინას მიერ მოყვანილ მაგალითში კი კონკრეტული პირი მიდის უფლებადამცველთან დახმარების თხოვნით, რათა მას სამართალდამცავებისადმი დაკარგული აქვს ნდობა… მართლა გაუგებარია ჩემთვის, ამ ორ ამბავს შორის ტოლობის ნიშნის დასმა როგორ შეიძლება.

და ბოლოს, ,,მითხრესო”-საც მინდა შევეხო. როდესაც შეხვედრაზე დარჩენილი ერთ-ერთი ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი “გიმესიჯებს“, რომ “კადრებია იდენტიფიცირებადი” და როდესაც შეხვედრიდან გამოსული ჟურნალისტი (რომელიც ესწრებოდა კადრების ჩვენებას) ამბობს, რომ იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, რატომ არის ასე აღმაშფოთებელი, რომ სხვა ჟურნალისტებს უთხრა, მე არ მინახავს, მაგრამ როგორც შეხვედრაზე დამსწრე ადამიანთა ნაწილი ამბობს, კადრები იდენტიფიცირებადი იყოო?! არ მგონია რომელიმე უფლებადამცველს ყოველთვის მხოლოდ ის გაეპროტესტებინოს, რაც საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ცუდია, თუ ესაა მთელ ამ მოვლენაში ყველაზე აღმაშფოთებელი ამბავი… ამასთან, თუ გავიხსენებთ თინას შეფასებას, მაგალითად, ბათუმში საიას აჭარის ფილიალის მძღოლსა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მაშინ ვფიქრობ ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხები შედარებით გაადვილდება. მაშინ თინამ თქვა, რომ საიას ზედმეტი მოუვიდა, თუმცა არანაირი შეფასება არ გაუკეთებია არც მაღალი თანამდებობის პირის ქმედებაზე, არც შსს-ს გენინსპექციის სუბიექტურ დასკვნაზე, არც მტკიცებულებების განადგურებაზე, არც კონკრეტული ადამიანის მიერ მითითებულ ზეწოლის ფაქტზე. მაშინდელი შეფასების მთავარი მესიჯი იყო, რომ საიას ზედმეტი მოუვიდა… მსგავსი შეფასებები სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს. მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნები, თუ რამდენად სწორია აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლისგან მსგავსი მიდგომა.

უმჯობესი ხომ არ იქნება თუ პარლამენტი ზემოაღნიშნულ ვიდეოებთან თუ წამების თემასთან დაკავშირებით უფრო აქტიური იქნება? თუ მოუთხოვია რომელიმე პარლამენტის წევრს მაგალითად პროკურატურისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგებით წარიმართა გამოძიება ციხის კადრების გაშიფვრის თუ 2000 პატიმრის გამოკითხვის შემდეგ? რა ეტაპზეა გამოძიება საზოგადოებისათვის საინტერესო უამრავ საქმეზე? აი, რომ მოეთხოვა და პასუხი მიეღო, იქნებ უფრო აღმაშფოთებელი სხვა ამბავი აღმოჩენილიყო და არა საიას თუ სხვა არასამთავრობოების ქმედებები. დაგველია საკრიტიკო თემები და ახლა გადავდივართ არასამთავრობოების კრიტიკაზე, თუ რა ხდება, მართლა გაუგებარია უკვე!..

თუ ადამიანის უფლებების დაცვა ან ხელისუფლების სწორი მიმართულებით წარმართვა სურს ვინმეს, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ცუდი საშუალებაა. ცხადია პარლამენტის წევრებს ახლა ადამიანის უფლებათა დაცვის ბევრად მეტი ბერკეტი და მექანიზმი გააჩნიათ, ვიდრე ოპოზიციაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობის დროს. მათ ეს ბერკეტები უნდა გამოიყენონ, ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა!..

აქვე მსურს გამოვეხმაურო ბატონ რამაზ საყვარელიძის კითხვასაც იმის შესახებ, რომ მე “ნაციონალების“ ინტერესებს ხომ არ ვიცავდი გუშინდელი გადაწყვეტილებით. მინდა ვთქვა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანის უფლებას პარტიული თუ სხვა სახის კუთვნილება არ გააჩნია და საჭიროების შემთხვევაში საია მზად არის დაიცვას თუნდაც მთელი საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის უფლებები. ცხადია, მე როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს ჩემი სიმპათია-ანტიპათიები თუ პირადი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხთა თუ პირთა მიმართ. რა ცუდია უსამართლობა, ეს საკმაოდ მტკივნეულად საკუთარი ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი… რომ ვმოქმედებდე ჩემი შინაგანი დამოკიდებულებებით, ალბათ, ბევრ შემთხვევაში სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი. მაგრამ მანამ, სანამ მე ვარ საიას თავმჯდომარე, ჩემი შინაგანი დამოკიდებულება, ვინმეს მიმართ სიმპათია თუ ანტიპათია ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩემს ვერცერთ გადაწყვეტილებაზე. არ ვიჩემებ, ვინმეზე ღირსეული ვარ-მეთქი. ვინ იცის, იქნებ სხვა ვითარებაში მეც სხვაგვარად მოვიქცე, მაგრამ თუ ჩვენ ყველა სწორად მოვიქცევით იმ ვითარებაში, რაშიც ვართ და გავაკეთებთ იმას, რაც გვევალება, მაშინ გვეშველება ჩვენც და ქვეყანასაც, თუ არა და ვივლით იმ მანკიერ წრეზე, საიდანაც ყველა ჩვენგანისთვის სასურველი გამოსავლის მოძებნა გაგვიჭირდება…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026

ბაჩო ახალაია: "უდავოა, რომ წამების ფაქტების გამოძიება პრიორიტეტული უნდა იყოს"

სააკაშვილმა მის მიერ წამების ფაქტების ორგანიზებაში დადანაშაულებულ ქარდავას 1 ლარად ქონება გადასცა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო