ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო მთლიანად დაფარავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, ასევე შეიქმნა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელიც ყველა საორგანიზაციო საკითხს მოაგვარებს. დაკრძალვის ხარჯებს კი, საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს.
ედუარდ შევარდნაძეს კვირას, 13 ივლისს დაკრძალავენ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, 86 წლის ასაკში, დღეს, 12 საათზე გარდაიცვალა.