ოზურგეთის ცენტრში, მდებარე 3 საარჩევნო უბანთან ახლოს, უცნობი პიროვნება დადის, რომელიც დებოშის მოწყობას ცდილობს. მისი თქმით, ერთ-ერთმა კანდიდატმა აგინა.
ცნობისთვის ოზურგეთში მერის პოზიციისთვის შოთა გოგიბერიძე და ბეგლარ სიორიძე იბრძვიან.
60-54-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბანზე ეს ადამიანი არ შესულა, მხოლოდ ახლომდებარე ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობდა ხმამაღლა იგინებოდა.
ასევე, მე-7 საარჩევნო უბანზე, კანდიდატ შოთა გოგიბერიძის წარმომადგენელმა, "გურია ნიუსის" ჟურნალისტს მოსთხოვა ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულიყო, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც უბნის თავმჯდომარე ჩაერია.
ზოგადად, ოზურგეთში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩეველთა რაოდენობის მაჩვენებელი ამ დროისთვის, მაღალია.