არ არის გამორიცხული, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი _ კახა ასკურავა და გიორგი გოგუაძე არ დაესწრონ.
კახა ასკურავა: _ ეს პროტესტი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას დაკავებასთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით, არ ვიცით, დავესწრებით თუ არა სხდომას _ ჩვენ ვართ დამოკიდებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებაზე. როგორც იქნება გადაწყვეტილება ცნობილი, აუცილებლად გეტყვით, _ თქვა ჩვენთან საუბარში კახა ასკურავამ.


































































