ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 25 დეპუტატიდან ირაკლი ჭეიშვილს მხარი დაუჭირა 21, მოწინააღმდეგე იყო ერთი დეპუტატი , ხოლო სამმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ირაკლი ჭეიშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. წლების წინ, ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის აპარატში პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.

































































