ამ წუთებში, ლანჩხუთის გამგეობასთან, აცანის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა.
მოსახლეობა კახა კალაძეს, დეპუტატ თემურ ჩხაიძეს და პარლამენტარ ბიძინა გუჯაბიძეს დანაპირების შესრულებას სთხოვს.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, აცანაში მცხოვრები მამუკა მარკოზაშვილი, საფრანგეთში გარდაიცვალა. მოსახლეობის განცხადებით, სწორედ ეს ადამიანები დაჰპირდნენ გადმოსვენებას. ეს იყო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
გარდაცვლილის ნათესავი აცხადებს, რომ ყველა საბუთი გაკეთებულია და "ოცნების" ოფისში გადაგზავნილი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ჩანს.
თუ 2 დღის განმავლობაში 4 200 ევრო არ გადარიცხეს, მიცვალებულს ვერ გადმოასვენებენ.
აქციაზე ოჯახის წევრები და გარდაცვლილის 15 წლის შვილი იმყოფებიან.
ამ წუთებში შეკრებილებს ლანჩხუთის გამგებელი, ზაზა ურუშაძე ხვდება

































































