ამ წუთებში, საქართველოს პარლამეტის წევრმა თემურ ჩხაიძემ და ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, გარდაცვლილ მამუკა მარკოზაშვილის ოჯახს განუცხადეს, რომ ფული, რომელიც საფრანგეთში გარდაცვლილის გადმოსასვენებლადაა საჭირო, ერთ საათში გადაირიცხება.
"ველაპარაკე კახა კალაძის ასისტენტს და მივიღე პირობა, რომ ეს ფული ჩაირიცხება. თანხას კალაძე, მისი ჯიბიდან რიცხავს", _ აღნიშნა თემურ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ლანჩხუთში, აცანის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკატა. ისინი საფრანგეთში გარდაცვლილი თანასოფლელის ჩამოსასვენებლად საჭირო თანხის – 4 200 ევროს გადარიცხვას ითხოვდნენ, რასაც ხელისულფების წარმომადგენლები არჩევნებამდე დაჰპირდნენ.
































































