ტელეკომპანია "რუსთავი 2'-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ამავე ტელევიზიის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ცხადია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა ოქსიმორონია. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ის ჰიპერაქტიური იყო და უამრავი სამომავლო გეგმა ქონდა. უნიჭიერესი კაცი იყო და ღრმად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო", _ წერს ნიკა გვარამია საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.

































































