შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რომელიც უწყებამ დღეს გამოაქვეყნა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულმა დანაშაულმა მოიმატა.
სტატისტიკური მონაცემები 2014 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს რეგისტრირებულია 2688 შემთხვევა, გახსნილია 2633 მაშინ, როდესაც 2013 წლის 7 თვეში 2261 ფაქტიდან 2139 გაიხსნა.
აქედან, 29014 წელს ნარკოტიკების კონტრაბანდის( მ. 262) 34 შემთხვევაა რეგისტრირებული, გაიხსნა 32, 2013 წელს კი 27 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 19 გახსნეს.
ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება (მ. 260) – 2014 წელს 823 შემთხვევა დაფიქსირდა, გაიხსნა 806, 2013 წელს კი 772 შემთხვევიდან 709 გახსნეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდის (მ. 263) 3 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 2 უკვე გახსნილია, მაშინ, როდესაც 2013 წლის 7 თვეში, არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.
ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღება – 2014 წელს 14 შემთხვევიდან 13 გაიხსნა, 213 წელს კი 7 ფაქტიდან 4 გახსნეს.
ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვა (მ. 265) 2014 წელს 39 შემთხვევაა რეგისრტირებული, აქედან 38 გაიხსნა, ხოლო 2013 წელს 45 შემთხვევიდან 41 გახსნეს.
რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებით მოხმარებას (მ.273), სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წელს 1773 შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან 1741 გაიხსნა. 2013 წელს კი 1409 დაფიქსირდა, აქედან 1365 გაიხსნა.