პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ხელისუფლების ერთსულოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ბესელია, ასევე, იმ ვალდებულებებზე საუბრობს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს საქართველოს მთავრობას.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა პირველ რიგში, ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის პარლამენტში არყოფნის მიზეზზეც მოუწია კომენტარის გაკეთება.
"ამ დარბაზში იქნება თუ არა დღეს სრულად წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება, მე ვგულისხმობ მის ყველა შტოს, ეს არ განაპირობებს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ერთსულოვნება. დღეს, ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს არა მარტო სახელისუფლებო გუნდი არის ერთსულოვანი, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მხარდამჭერებს იმის მიხედვით ნუ განვსაზღვრავთ ვინ შემოვა ამ დარბაზში," _ ამბობს ბესელია.