დღეს, დილით, ქალაქ ლანჩხუთის რწმუნებული და მისი 10 თანამშრომელი, რეორგანიზაციის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლეს.
რეორგანიზაცია ასევე შეეხო, სოფლის რწმუნებულებსა და მათ თანამშრომლებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მათ გათავისუფლების ბრძანება გუშინ მიიღეს, დღეს კი ხელმოწერილი საბუთებით გამგეობაში მივიდნენ.
ქალაქის რწმუნებული, ვლადიმერ ნანაძე, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ბეჭედი უკვე ჩააბარა გამგეობას და ათ თანამშრომელთან ერთად ელოდება თუ რა მოხდება რეორგანიზაციის შემდეგ.
"ყველა თანამშრომელი ვიყავით გამგეობაში, მოვაწერეთ ხელი ბრძანებას და ბეჭედი ჩავაბარე", _ გვითხრა ვლადიმერ ნანაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიძის თქმით, რეორგანიზაციის შესახებ განკარგულება, გაზაფხულზე მიიღეს.
"ზუსტად არ ვიცი, რომელ თვეში და რიცხვში, მაგრამ ეს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია გაზაფხულზე უკვე ცნობილი იყო. გუშინ გადასცეს ბრძანება სოფლის რწმუნებულებს და მის თანამშრომლების", _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
სოფლის რწმუნებულებისა და მათი თანამშრომლების ერთი ნაწილი, დილიდანვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს ხვდებიან.