ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები გათავისუფლებას ელიან.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რამდენიმე სოფლის ახალი რწმუნებულების ვინაობა.
სოფელ ნატანების რწმუნებულად, "ქართული ოცნების" ნატანების მაჟორიტარი დეპუტატის დავით სიხარულიძის ბიუროს ხელმძღვანელი ვასილ გობრონიძე დაინიშნება.
აღნიშნულ ინფორმაციას გობრონიძე არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ოფიციალურად ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებთან საუბარი არ ჰქონია.
"ვერ დავადასტურებ, საუბრის დონეზე მეც გამიგია ამის შესახებ, ოფიციალური საუბრები არ მქონია, ისე ორ დღეში ყველაფერი გადაწყდება",_ გვითხრა გობრონიძემ.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ვასილ გობრონიძეს, დავით სიხარულიძის საკრებულოს თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსობას ჰპირდებოდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პოლიტსაბჭომ დავით დარჩიას კანდიდატურა დაამტკიცა, თუმცა როგორც წყარომ გვითხრა 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე, შესაძლოა, დეპუტატებმა ამ პოსტზე დავით სიხარულიძის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.