ამ ეტაპზე, ჩოხატაურის საკრებულოში 5 ფრაქცია ფუნქციონირებს _ "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო"; "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი"; "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები", "ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატები" და ახალდაფუძნებული "ერთობა".
ჯერჯერობით, ფრაქციის შექმნაზე განაცხადი არ გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც საკრებულოში 2 წევრით არის წარმომადგენელი, "პატრიოტთა ალიანსს", რომელსაც ასევე ორი წევრი ჰყავს და "ბურჯანაძე-გაერთიანებულ ოპოზიციას", რომელსაც ჩოხატაურის საკრებულოში ერთი დეპუტატი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთი ფრაქციის შექმნას ვერ შეძლებენ. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი დეპუტატია საჭირო. ფრაქციის გარეშე კი საკრებულოში მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი_ ვან-ზომლეთის მაჟორიტარი თემურ ხუხუნაიშვილია დარჩენილი.
ფრაქციის შესაქმნელად, მინიმუმ, სამი დეპუტატია საჭირო.