ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც 22 საკითხია გამოტანილი.
სხდომის დღის წესრიგის გაცნობამდე, სიტყვა ითხოვა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი გოგუაძემ.
"როდესაც რომან ბიწაძე აირჩიეს და ის გახდა კომისიის თავმჯდომარე, ის ემუქრება გაზეთით უმრავლესობას, თურმე როგორ გაბედა მის წინააღმდეგ ხმის მისმა თანაგუნდელმა. ამის შემდეგ ის შეურაცხყოფას აყენებს მის კოლეგას. მინდა, რომ ამის შესახებ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ და განვიხილოთ ეს საკითხი", _ თქვა გიორგი გოგუაძემ.
ვრცლად, თუ რა განცხადება გააკეთა გიორგი გოგუაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ამის შესახებ "გურია ნიუსის" ვიდეორეპორტაჟიდან გაიგებთ.