"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსად, "ქართული ოცნების" წევრი, ოზურგეთელი ბესო მელუა ინიშნება.
"დიახ, ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ვინიშნები კულტურის სამსახურის უფროსად", _ გვითხრა ბესო მელუამ.
მან 1986-1992 მოსკოვის ტრანსპორტის უნივერსიტეტში (საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი )მიიღო უმაღლესი განათლება, 1994 ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2012 წლის 21 აპრილს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.