"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნინოშვილში ახალი ტაძარი გაიხსნა.
დავით აღმაშენებელის სახელობის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტაძარი ააგო ნინოშვილის მკვიდრმა დავით ღლონტმა. მას ტაძრის აგებაში ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა.