არიან პიროვნებები, რომლებიც უხმაუროდ, პროფესიონალიზმით და გულისყურით ასრულებენ საკუთარ საპასუხისმგებლო მოვალეობას, ემსახურებიან ქვეყანას. მათ შორისაა ნოტარიუსი ლია ვადაჭკორია. იგი 1991 წლიდან ასრულებს ამ სამუშაოს.
ახლახან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქვეყნის მასტაბით, მხოლოდ ოთხ ნოტარიუსს გადასცა მაღალი პროფესიონალიზმისთვის მოოქროვილი მედალი, მათ შორის გახლავთ ლია ვადაჭკორია.
"გურია ნიუსი" ულოცავს ქალბატონ ლიას ამ დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს!