ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას – თუ რატომ არ ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს წევრებისთვის, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ სხდომას არ დაესწრებოდა.
მინისტრების განცხადებით, პრემიერის დასწრება სხდომაზე სავალდებულო არ იყო. მათ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ პრეზიდენტისთვის დეტალურად გაეცნოთ ნატო-ს უელსის სამიტზე განსახილველი საკითხები.
რაც შეეხება უშიშრების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებას, იყო თუ არა სხდომაზე პრემიერის დასწრება აუცილებელი. იმერლიშვილი აცხადებს, რომ "როგორც ჩანს პრემიერი დაკავებულია."
"მე მქონდა მასთან პირადად კონსულტაციები და ვიცოდი, რომ პრემიერ-მინისტრი საბჭოს სხდომას დაესწრებოდა. თუმცა, როგორც ჩანს პრემიერი დაკავებულია. როგორც მოგეხსენებათ მას ძალიან ბევრი საქმე აქვს. ამ სხდომას არაფერი დაკლებია. ყველა ის საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრთან დეტალურად იყო განხილული", _ განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.