შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, 1976 წელს დაბადებულ კახაბერ ასკურავას ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კახაბერ ასკურავამ მიმდინარე წლის 25 ივლისს, ქალაქ ლანჩხუთში, ლანჩხუთის მუნიპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ რომან ბიწაძეს და მასთან შეხვედრაზე მყოფ საკრებულოს აპარატის ყოფილ თანამშრომელ ლილი ებრალიძეს ბიწაძის სამუშაო ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ორივე დაზარალებულს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით).