ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებოს კანდიდატებს შეხვდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამსახურის უფროსი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, კობა ხაბალაშვილი იქნება. თავად ხაბალაშვილი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს თუ რა თანამდებობას დაიკავებს.
"ყველაფერი ორშაბათს გახდება ცნობილი", _ გვითხრა ხაბაშვილმა.
ახალარჩეული მერი, ბეგლარ სიორიძე საკადრო პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე დღეს, 2 საათზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ამ ეტაპზე არ არის გარკვეული თუ ვინ იქნება ვიცე-მერი.