https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას მოვითხოვთ ხელისუფლებისგან

13:08; 7.08.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს _ საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და გამგებელი ირაკლი კუჭავა _ არჩევნებში მათ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ჩვენ ჩოხატაურში გამოკითხვა ჩავატარეთ და მოსახლეობას ამ კითხვით მივმართეთ: რას მოითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან?ამირანი, 67 წლის: _ მივესალმები ახალი სახეების მოსვლას ხელისუფლებაში. მე კარგად ვიცნობ არამარტო მათ, მათ ოჯახებსაც, ვიცი როგორ იცხოვრეს, საიდან მოდიან და მჯერა, სამართლიანად წარმართავენ საქმეს. პენსიებს რომ ვერ გაგვიზრდიან, ცხადია, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა რამ, რომლის მოწესრიგება ნამდვილად შეუძლიათ. დამეთანხმეთ იმაში, რომ თუ სოფელს გზა, წყალი და შუქი არ აქვს, ის სოფელი ჩამკვდარია და იქაურებს თვალი ქალაქისაკენ უჭირავთ… ასე იცლება სოფლები. შუქი არ ქვია იმას, დღეში შვიდჯერ რომ ჩაქრება, არც წყალის პრობლემაა მოგვარებული, დღეში ორი-სამი საათით რომ მოგაწვდიან და არც გზად ჩაითვლება ის გზა, ალაგ-ალაგ რომ არის დაგებული… ბოდიშს გიხდით, გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ ამ ხნის კაცი ვარ და პირველად მომეცა შესაძლებლობა გაზეთით გავსაუბრებოდი ვინმეს.

ეთერი, 31 წლის: _ რაიონში ერთდერთი ქუჩაა და ის რომ მოუწესრიგებელი იქნება, სირცხვილია _ ნეხვით სავსე, ამოვსებული სანიაღვრე არხებით, საქონლისაგან გადაჭმული მცენარეებით და ცხოველებით სავსე ქუჩა.

ზაზა, 22 წლის: _ ამბობენ, კარგი კაცები არიანო. ღმერთმა გაახაროთ! იმედია, კარგი საქმეების საკეთებლად არიან მოსულები და ჩვენც, ახალგაზრდებსაც მოგვხედავენ.

გუგული, 62 წლის: _ არჩევნებამდე მეზობელს მივყევი გამგეობაში, ერთი თანამდებობის პირის ნახვა უნდოდა. ის, რა თქმა უნდა, ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ, ვნახეთ თანამშრომლებით გადატენილი ოთახები, გაჩაღებული ყავის სმა, ალაგ-ალაგ დაკეტილი კაბინეტები, გადაძახილი, რომელიც სართულიდან სართულს სწვდებოდა… და ეს ხდებოდა დღის 11 დან 12 საათამდე. ჭალაში ვართ, სიმინდის ყანაში თუ ადმინისტრაციულ შენობაში? გონს უნდა მოვიდნენ! რას ვითხოვ? წესრიგს ყველგან და ყველაფერში!

ლალი, 27 წლის: _ რას ვითხოვ? პირველყოვლისა წესრიგს! წესრიგს ქუჩაში, დაწესებულებაში, ადამიანურ მოპყრობას და არა ერთიდან მეორესთან გადამისამართებას.

ოლია, 62 წლის: _ მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გონიერ კაცებს ხელისუფლებაში მოსასვლელად. რას ვითხოვ? იქნებ, გადახედონ იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ და ნახონ იმ ადამიანთა სიებიც, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

ნორა, 56 წლის: _ გაიხარეთ! მომეცა შესაძლებლობა და სანამ თქვენს კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა რაღაც გითხრათ, ოღონდ უნდა დამპირდეთ, რომ აუცილებლად გაუშვებთ _ მადლობა მაქვს გადასახდელი მთავრობისთვის, ორი წელია, სიმინდის უფასოდ დათესვის, სასუქისა და სამუშაო იარაღების შეძენის შესაძლებლობა რომ მომეცა, ჩემს შვილიშვილს უფასო წიგნები დაურიგდა, მცირე ხელფასიანებს ერთდროული დახმარება მოგვცეს 340 ლარი. ხუმრობა ხომ არაა? დიდი მადლობა ხელისუფლებას. მგონი, რაღაც გამომრჩა. რას ვითხოვ? ისევ მოგვხედონ შეძლებისდაგვარად.

ნინო, 28 წლის: _ სოფლების უმრავლესობას დიდი გასაჭირი გვაქვს უტრანსპორტობის გამო. რაიონს მხოლოდ დილას ან საღამოს ვუკავშირდებით.

ნათელა, 40 წლის: _ უკვე მერამდენე წელია, განცხადება მაქვს დაწერილი გამგეობაში სამსახურის დაწყების თაობაზე. ყოველ წელს ერთი და იგივე პასუხი მეორდება _ "შესაძლებლობის შემთხვევაში დაგაკმაყოფილებთ". ვისი ცოლი უნდა ვიყო, ან ვინ უნდა იყოს ჩემი მეუღლე, ან ჩემი შვილები, რომ სამსახური ვიშოვო? თუ არც მეუღლე მყავს და არც შვილები, სამსახური არ უნდა მქონდეს? ბოლოს ასე გამომისტუმრეს გამგეობიდან, აღარ მოხვიდეთ, ქალბატონო, ხომ ხედავთ თქვენთვის ადგილი არ გამოინახაო.

ვანო, 48 წლის: _ მე, ბატონო, ნაბეღლავიდან გახლავართ. გზა, წყალი, შუქი, საბავშვო ბაღი, სკოლა, ექიმი. ყველაფერი გვაქვს და რაც მთავარია, ვმუშაობ. მართალი გითხრათ, არაფერი მაქვს სათხოვარი.

თამარი, 45 წლის: _ ყველასთვის თანაბარი მომსახურება რომ იყოს, გამგეობაში იქნება თუ სხვა ორგანიზაციებში.

თემური, 34 წლის: _ არაფერსაც არ ვითხოვ! ამდენი წლის მანძილზე ძლივს ვეღირსე ნაბეღლაველი კაცის მოსვლას სათავეში! ღმერთმა გაუმარჯოს!

პაატა, 44 წლის: _ რას ვითხოვ? დანაპირების შესრულებას, თორემ მეც ისე ვუშველი თავს, როგორც ჩემმა დედმამიშვილებმა.

მაია, 24 წლის: _ ჩემი სოფელი, გოგოლესუბანი, რაიონული ცენტრიდან არც ისე შორსაა და რა იქნება, გაზი ჩვენთანაც გამოიყვანონ?

სოფო, 21 წლის: – მე დაბა ჩოხატაურში ვცხოვრობ. თუ დამიჯერებთ ერთი ფეხსაცმელი ერთ თვეს არ მყოფნის _ გზა გაგვიკეთეს, რომელზეც ქვები კი არა, ლოდები ყრია და გადაადგილება ჭირს!

ლალი, 44 წლის: _ დიდი მადლობა ხელისუფლებას, სოფელ ხევში რომ ხიდი გაგვიკეთეს, მაგრამ მაღაზია არ გვაქვს. ასანთის, მარილის, ზეთის და სხვა რამის შესაძენად ჩოხატაურში ჩამოვდივართ, არც საბავშვო ბაღია ჩვენთან.

ამირანი, 38 წლის: _ რა უნდა ვითხოვო? რაიონში ყველა სოფელზე უკეთესი მდგომარეობა ნაბეღლავშია. რაც შეეხება გაზს, დიდი ფუფუნებაა და დროთა განმავლობაში ესეც იქნება, ალბათ.

ქალბატონი ფიროსმანის ქუჩიდან: _ ეს რა დღეში ჩაგვაგდეს? ლოდები ყრია ქუჩაში. სათხოვარი ნამდვილად გვაქვს _ საუკეთესო წყლით ვსარგებლობთ ფიროსმანისა და კიდევ რამდენიმე ქუჩის მცხოვრებნი და თუ შესაძლებელია, ახალ გამოყვანილი წყლის სისტემაზე ნუ შეგვაერთებენ.

მასწავლებლები სამრევლო სკოლიდან: _ პირველ ყოვლისა, ვითხოვთ კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ჩვენ გვჯერა მათი.

შოთა, 74 წლის: _ ჭკვიანი კაცები მოვიდა სათავეში _ მე მათი ამომრჩეველი ვარ. არ ვფიქრობ რომ რამეზე შევაწუხო, მთავარია, მიხედონ რაიონს.

ლალი, 45 წლის: _ რაც "ქართული ოცნება" გამოჩნდა, მას შემდეგ მათ გვერდზე ვდგავარ, შტაბიც კი მქონდა გახსნილი ოჯახში და მერე რა გამოვიდა? სამსახურისთვის რომ მივედი ხელისუფლებაში, "შენნაირი უამრავიაო", ასეთი პასუხით გამომისტუმრეს.

როლანდი, 46 წლის: _ სამუშაოს ვითხოვ.

ქალბატონი სოფელ ერკეთიდან: _ ერკეთის ცენტრს რომ გაცდებით, ნახეთ რა მდგომარეობაშია გზები!

გიორგი, 41 წლის: _ ვეთანხმები "მაესტროზე" გამოსულ სურებელ კაცს _ სურების ხეობა სერიოზულად მისახედია.

ნაზი, 78 წლის: _ არაფერს არ ვითხოვ, შვილო! მშვიდობა იყოს, ნუ დაერევიან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

ელენე, 62 წლის: _ მე პენსია დამსახურებისათვის მივიღე და ნურავინ ნუ მომამადლის, მაგრამ არავინ შემიწუხებია, არც ახლა ვფიქრობ შევაწუხო ვინმე _ რაიონს მიხედონ ისე, როგორც საჭიროა.

თამაზი, 32 წლის: _ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ტენდერების ჩატარებას. არ გიკვირთ, ერთი და იგივე ხალხი რომ იგებს ყველა ტენდერს?!

ნინო, 46 წლის: _ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში დასაქმებული 210 თანამშრომლიდან, 90 კაცი უნდა დარჩეს. ვინ უნდა მოხვდეს ამ სიაში? ჩაატარონ კონკურსი და ღირსეული აიყვანონ სამსახურში.

ეთერი, 43 წლის: _ სანიაღვრე არხები გავაკეთეთო, ამბობენ. შემოიარეთ დაბის ქუჩები და ნახეთ, რას ეძახიან არხის გაკეთებას _ ტრაქტორით რომ ამოყარეს მიწა და ახლა ღორებმა რომ ამოავსეს?

თამარი, 64 წლის: _ როცა სიღარიბეა გამეფებული, იქ ძნელია მართო ქვეყანა, მაგრამ ადგილებზე გადახედონ, ვინ რის გამკეთებელია და იმის მიხედვით დააწესონ ხელფასები, უცბად რომ მოთავსდნენ მაღალ თანამდებობებზე და 500, 600, 700 ლარი დაინიშნეს. კეისარს _ კეისრისაო, ხომ გაგიგონიათ?!

ელგუჯა, 26 წლის: _ რას ვითხოვ? ეს უსახური შენობები მოაცილონ რაიონიდან.

ლალიკო, 22 წლის: _ რამდენი ხანია გვპირდებიან, რომ რაიონში კულტურის სახლი გვექნება. 2012 წლიდან მოყოლებული, "გურია ნიუსში" უამრავი პიროვნება მადლობას უხდიდა მას, ვინც კულტურის სახლის აშენებისთვის  იზრუნა. თვალში ნაცარს გვაყრიან? სირცხვილია!

თემური, 58 წლის: _ მე წარმოშობით ნაბეღლაველი ვარ, ახლა დაბაში ვცხოვრობ და რაიონში ყველაზე პატიოსანი კაცის მამია მამალაძის შვილს მივეცი ხმა და ვიცი, რომ არ გვიღალატებს.

თემური, 52 წლის: _ რას ვითხოვ? გაზს, წყალს, შუქს, გზას… ბევრია? აქედან ერთ-ერთი ხომ მაინც უნდა იყოს მოწესრიგებული?

მამაკაცი ზოტიდან: _ საბავშვო ბაღს დაგვპირდნენ ზოტელებს, მაგრამ…

მარინე, 48 წლის: _ ხიდისთაველებს ხმამაღლა განუცხადეს, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმი გექნებათო. როგორც გვითხრეს, თანხაც გადმორიცხული იყო, მაგრამ…

ლეილა, 83 წლის: _ მე ირაკლი კუჭავას მივეცი ხმა. ჩემი შვილები მას არასოდეს შეაწუხებენ და იცოდეს, რომ დალოცვილს ვტოვებ.

ირაკლი, 44 წლის: _ დაგვანახონ, რომ საქმის საკეთებლად არიან მოსული და ჩვენც ბოლომდე დავიხარჯებით!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16 იანვარი, 2026

რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ეკატერინე მგელაძე საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო