ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, კურორტ გომისმთას, რომელიც ზღვის დონიდან 2 350 მეტრზე მდებარეობს, წელს 1500-მდე დამსვენებელი ჰყავს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დამსვენებელთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება.
"ვმუშაობთ გომისმთის განვითარებისა და კეთილმოწყობის გენერალურ გეგმაზე, სადაც აქცენტები ელექტრომომარაგებასა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგებაზე გაკეთდება", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს მერაბ ჭანუყვაძე.
გომისმთიდან ჭინჭაოს ტბამდე 12 კმ-იანი გზა გაიყვანეს. კურორტის ცენტრში კი წმინდა ილია თესბიტელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.