ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობის 90% ნიმესილზე "დამოკიდებული" გახდა. როგორც გავარკვიეთ იგი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიში პრეპარატია, აქვს უკუჩვენება და სერიოზულ დაავადებებსაც იწვევს. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში კი "ნიმესილის" გაყიდვა აკრძალულია.
გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ბაზრიდან პრეპარატ "ნიმესილის" ამოღებას? ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს:
"ალბათ, დიდ სიბრძნეში არ ჩამომერთმევა, თუ გავიმეორებ სიტყვებს: ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავი. რაოდენობა გადააქცევს ან ერთად, ან მეორედ.
ფარმაკომპანიებში „ნიმესილს“ თავისი ადგილი აქვს. სწორი გამოყენების შემთხვევაში, ის ძალიან კარგი და ეფექტური წამალია. მხოლოდ, სწორი გამოყენების შემთხვევაში!
ესეც, ექიმის მიერ იქნება შერჩეული. დაცული იქნება როგორც დოზები, ასევე ხანგრძლივობა."