საქართველოს პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი ორი პროცენტით არის გაზრდილი.
NDI-ის კვლევების თანახმად, აპრილის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას რეიტინგი 7%-ით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი – 10%-ით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეიტინგი – 10%-ით.
NDI-მ დღეს გამოაქვეყნა პოლიტიკური რეიტინგები, რომლის მიხედვითაც მოწონების რეიტნგში პირველი ადგილზეა ირაკლი ალასანია 60%-ით, შემდეგ მოდიან ირაკლი ღარიბაშვილი – 54%-ით და დავით უსუფაშვილი – 51%-ით. მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზეა 48%-ით დავით ბაქრაძე. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით – ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით – თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.
როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მაჩვენებლები შემცირებულია. კერძოდ, ირაკლი ალასანიას აპრილში ჰოქნდა 67%, ირაკლი ღარიბაშვილის – 64%, დავით უსუფაშვილის – 61%, დავით ბაქრაძის – 51%.