საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეგობრები პოლიტსაბჭოს შესარჩევი არ არის.
_ თემურ იაკობაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრი, მე ვიყავი ოპოზიციონერი, იაკობაშვილს არ შეშინებია ჩემთან ურთიერთობა, ჩვენ ძალიან მძაფრად ვეკამათებოდით ერთმანეთს. თემურ იაკობაშვილის სახლიდან გავსულვარ, მივსულვარ ეთერში გამიკრიტიკებია "ნაციონალური მოძრაობა", უკან დავბრუნებულვარ იმ ოჯახში და მერე გვიჩხუბია, იმაზე რაზეც ეთერში ვილაპარაკე, მაგრამ ამ კაცს არ შეშინებია, რომ ოპოზიციონერი სახლში მიეღო. აი ეს არის ჩემთვის ის მნიშვნელოვანი ქართული კულტურა, რომ თემურ იაკობაშვილს არ ეშინოდა "ნაციონალების“ დროს და ჩემზე უარს არ ამბობდა. გვქონდა დაპირისპირება მაგრამ გვქონდა პიროვნული ურთიერთობა. არ შეიძლება მივიღოთ ისეთი საქართველო, სადაც მე თემურს და მის ოჯახს არ მოვიკითხავ და არ მექნება ისევ მეგობრული ურთიერთობა. არ მგონია რომ ჩვენ ისეთი საქართველო გვინდოდეს, სადაც ჩვენ პოლიტსაბჭო აგვირჩევს მეგობრებს. _ განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას.