ამ წუთებში, ბათუმში “პრეს კაფეში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც იხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის განცხადება “ტელე-არხი 25“ ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის და პროდიუსერის ირმა ზოიძის წინააღმდეგ. სადავო ჟურნალისტური პროდუქტია ფილმი: „უმაღლესი კომფორტით“.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს, დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და 7 000 აბონენტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე ქარტიის სხდომას ესწრება.