მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან, სოციალური ქსელი Facebook-ის მომხმარებლებს თვეში 2.99 დოლარის გადახდა მოუწევთ.
ინფორმაციას ამის შესახებ "ნეიშენალ რეფორთი" ავრცელებს.
"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ Facebook-ის მომხარებლებისთვის ყოველწლიური გადასახადი დაგვეწესებინა, რადგან თუ ჩვენ არ მივხედავთ ჩვენს დანახარჯებს, რომლებიც მუდმივად იზრდება, "ფეისბუქმა" შესაძლოა, მომავალში თავისი არსებობა შეწყვიტოს", _ განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.
გამოცემის ინფორმაციით, გადასახადის შემოღება საჭირო გახდა იმიტომ, რომ Facebook-ის რეკლამასთან დაკავშირებული წინასწარ არსებული გათვლები, არ შეესაბამება მიღებულ შედეგს. ამის ფონზე კი დანახარჯი მუდმივად იზრდება.
გამოცემის ინფორმაციით, ვინც სააბონენტო გადასახადს ვერ გადაიხდის, მათთვის Facebook-ს სპეციალური პარამეტრი ექნება. ამისთვის აუცილებელია სტატუსის დაწერა: "ფეისბუქო, მე ღარიბი ვარ, გთხოვ გამათავისუფლე სააბონენტო გადასახადისგან".
აღსანიშნავია, რომ ქსელის უფასო წევრებს, Facebook-ის ყველა თამაშზე წვდომა არ ექნებათ.