დატბორილი გზები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული ჯებირები, ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი _ ასეთი რეალობაა ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა მშენებარე ჰიდროელექტრო სადგური „ნაბეღლავი“ დატბორა, დააზიანა მშენებარე ნაგებობები და ტექნიკა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია ნაბეღლავის ქარხანამდე მისასვლელი გზა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სამაშველო ბრიგადები. გადაუღებელი წვიმის გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
უცნობია რა რაოდენობის ზარალია მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმი, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წვიმა გადაიღებს და შემთხვევის ადგილების აღწერა მოხდება.