ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საავტომობილი გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ამის შესახებ, ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ მოაწოდა:
_ სოფლის შესასვლელში, გზის დიდი ნაწილი წაიღო მდინარემ. შესაბამისად შეწყვეტილია მოძრაობა. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო სამუშაოების შესრულება რთულია, _ აღნიშნა ლომჯარიამ.