გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 2 ახალშობილი გარდაიცვალა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების განცხადებით ორივე შემთხვევაში ექიმი მარინა გორდელაძე გახლდათ.
_ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. აუცილებლად დავადგენთ რა გახდა ბავშვების გარდაცვალების მიზეზი, _ აღნიშნავენ დაღუპული ახალშობილების ახლობლები ჩვენთან საუბარში.
მარინა გორდელაძე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. "ავერსის" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი დავით მდინარაძე კი გორდელაძის ბრალეულობას გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მშობიარეც დაიღუპა. ექიმი მაშინაც მარინა გორდელაძე იყო.