2014 წლის 24 სექტემბერში "გურია ნიუსში“ გამოქვეყნდა ვიდეო მასალა სათაურით მიტოვებული და ქვა-ღორღით სავსე ბულაჩაურის "დაჩების" დასახლება , სადაც საუბარი იყო 3 თვის წინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში, ე.წ. ბულაჩაურის "დაჩების" დასახლებაში ძლიერი წვიმის გამო ქვა-ღორღი ჩამოწვა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები დააზიანა და მანქანის სავალ ნაწილზე გადავიდა.
გზაზე, მანქანის სავალი ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ, შესაძლოა, ტრაგედიაც კი მოხდეს. თუმცა, ამას ყურადღებას არავინ აქცევს _ დღემდე ქვა-ღორღი უპატრონოდ არის მიტოვებული. როგორც "გურია ნიუსმა“ გაარკვია, ბულაჩაურის "დაჩებიდან“ "სტარ სტუდიო“ ქვა-ღორღის გატანას მომავალ კვირას დაიწყებს. ედიშერ საძაგლიშვილის თქმით, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში "ქვა-ღორღის გატანაზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გაიმარჯვებული გახდა კომპანია შპს "სტარ სტუდიო“, რომელიც, სავარაუდოდ, იმ კვირაში ქვა-ღორღს“ გაიტანს.