ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, ცვლილებებს უნდა ველოდოთ კიდევ ორ ა (ა)ი. პ-ში: "ლანჩხუთი-სერვისსა" და "ლანჩხუთი-კეთილმოწყობაში".
როგორც წყარო იუწყება, მოხდება აღნიშნული ა (ა)ი.პ-ების გაერთიანება, მხოლოდ ცალკე სამსახურის სახით გამოეყოფა მას გარეგანათებისა და სოფლის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა.
ფაქტობრივად, ისევ ორ არასმეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს მივიღებთ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლადშექმნილ სამსახურს სათავეში ნუგზარ ცინცაძე (იგივე "ცანცუა") ჩაუდგება. ხოლო "ლანჩხუთის-სერვისისა" და "კეთილმოწყობის" ნაზავს სავარაუდოდ თენგიზ ჭიჭილეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც დღემდე ლანჩხუთი-სერვისს“ დირექტორობს.
ცნობისთვის, ნუგზარ ცინცაძე სულ ახლახანს ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის დირექტორად მუშაობდა, თუმცა გაზეთ "ჰო და არას" ჟურნალისტთან სკანდალურად გახმაურებული ინციდენტის გამო პოსტის დატოვება მოუწია.