მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ორსულობის დროს, ყველაზე გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლის, პარაცეტამოლის მიღება, სახიფათოა.
ინფორმაციას, აღნიშნულის შესახებ DailyMail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა გამოიკვლიეს 871 ბავშვი. მათ თავდაპირველად გაარკვიეს იღებდნენ თუ არა ბავშვების დედები ფეხმძიმობის დროს პარაცეტამოლს და აღენიშნებოდათ თუ არა მათ შვილებს, 7-დან 11-წლამდე, ყურადღების დეფიციტი, ასევე რაიმე უცნაურობები ქცევებში.
გაირკვა, რომ იმ ბავშვების მშობლები, რომელთაც მოცემულ ასაკში, აღნიშნული სიპტომები აღენიშნებოდათ, ორსულობის დროს პარაცეტამოლს იღებდნენ.
"ამ მედიკამენტის მცირე დოზაც კი, რომელიც შესაძლოა ფეხმძიმობის დროს მიიღონ, ნაყოფის განვითარების დეფექტებს იწვევს, რაც ყურადღების დეფიციტის სინდრომში, ჰიპერაქტიურობასა და სხვა ტიპის ქცევითი პათოლოგიებით ვლინდება", _ ამბობს პროფესორი ჯონ ტომსონი.
ჯერჯერობით დადგენილი არაა, ხსენებული მედიკამენტის რა დოზით მიღებაა სახიფათო და ორსულობის რომელ ტრიმესტრში.
მეცნიერების თქმით, ამას მომდევნო კვლევები აჩვენებს.