"ბავშვები ყვიროდნენ, ნაჯახი დაარტყა, დედას გვიკლავს და გვიშველეთო. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად მივედით, მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. დავინახეთ კვამლი. სახლი იწვოდა", _ ასე იხსენებენ გურიაში მომხდარ მკვლელობას მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დვაბზუში, ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა. შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.
შსს-ს ინფორმაციით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც ოჯახის მეზობლები ამბობენ, ცოლ-ქმარს შორის ეს პირველი კონფლიქტი არ ყოფილა.
თემურ რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.
ამ წუთებში მოკლული ნ.ბ.-ს გვამი ექსპერტიზაზეა გადატანილი, ხოლო მისი დედამთილი დაკითხვაზეა გადაყვანილი.
"გურია ნიუსი" ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.