რა ხდება ქალთა ძალადობის მხრივ საქართველოში და რამდენად რეალური სტატისტიკა, რომელსაც შსს ოფიციალურად გვაწვდის, ამასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსთან“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი აცხადებს:
"არსებობს არაოფიციალური და ოფიციალური სტატისტიკა. შსს-ს ვებ-გვერდზე დევს ძალადობის მსხვერპლების შესახებ მომაცემები, მაგრამ ძალადობის მსხვერპლის რეალური სტატისტიკა უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალურად ფიქსირდება. თუმცა, თუ უფრო მეტია დაფიქსირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობაა მომატებული. უბრალოდ, უფრო მეტი ადამიანი ხდება ინფორმირებული და სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვა იზრდება. საგანგაშოდ მიმაჩნია ის მომენტი, რომ ქალთა მკვლელობის ფაქტებია გახშირებულია. ვგულისხმობ იმ ქალებს, რომლებიც ქმრის, ყოფილი ქმრის ან პარტნიორების მიერ არიან მოკლული. აქაც გვაქვს სტატისტიკასთან ცოტა შეუსაბამობა.
2011 წლიდან ვითხოვთ ოფიციალურ სტატისტიკას. ბოლო მონაცემების მიხედვით, 5 თვის განმავლობაში, 10 მკვლელობა დაფიქსირებული. თუმცა, როდესაც ვითვლით მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, უფრო მეტი მკვლელობაა მომხდარი. დაახლოებით 20-მდეა ასული. რამდენიმე ხნის წინ ომბუცმენის ინიციატივით ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა. იქაც გვქონდა მოხსენება."
ვრცელ ინტერვიუს "გურია ნიუსი" ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან. ხვალ შემოგთავაზებთ.