ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, ხელფასების გაზრდა იგეგმება. ბიუროს სხდომაზე, რომელიც ორი დღის ჩატარდა, ამ საკითხს დეპუტატებმა დიდი დრო დაუთმეს.
ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ეს მხოლოდ პროექტის მონახაზია.
"არ არის გამორიცხული, რომ ეს პროექტი არა მიმდინარე წელს, არამედ 2015 წლის იანვრიდან განხორციელდეს. მთავარია, კვოტას 25% არ გადაახტეს ეს მატება", _ გვითხრა კვერღელიძემ.
საკრებულოს ბიუროს სხდომის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსისთვის" ცნობილი არ ყოფილა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.