ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 16 სექტემბერს, ქ.თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზა"-ში, ავთანდილ თავართქილაძის პერსონალური გეგმიური, გასვლითი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 70-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
ღონისძიებას ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, ასევე, მერიის სხვდასახვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე მიწვეულები იყვნენ ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, ზაზა სიორიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით შემოქმედელი. მხატვრები: მამია მალაზონია, ცირა კალანდაძე, მამუკა ცეცხლაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და სხვები.გამოფენა ხუთ დღეს გაგრძელდება,დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა გაეცნოს კატალოგს, რომელიც გამოფენის ფარგლებში გამოიცა.
ავთანდილ თავართქილაძემ ქ.ოზურგეთის მერს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.(R)