https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს”

15:10; 23.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსლიმთა უფლებების დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და სპეციალურ განცხადებას ავრცლებენ, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ძალადობის არა ერთი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე).

რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს. რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლებამ, სოფელ ჭელასა და მოხეში, საპოლიციო რეპრესიული ძალის გამოყენებით, უშუალოდ დაარღვია მუსლიმი თემის უფლებები, რითაც დაადასტურა საკუთარი შემწყნარებლური პოლიტიკა რელიგიური შევიწროების მიმართ.

ბოლო დღეებში, სოფელ მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა სისტემური ხასიათის პრობლემა, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება. მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ დაუბრუნა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები, ხელისუფლებას იგივე პოლიტიკა არ გაუტარებია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით.

რელიგიური უმცირესობების კუთვნილი ისტორიული, საკულტო ნაგებობების ძირითადი ნაწილი (როგორც მოქმედი, ისე არამოქმედი), დღეს, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და ზოგიერთი მათგანი განადგურების რისკის წინაშე დგას. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია და ის დროულ გადაწყვეტას მოითხოვს, რის თაობაზეც სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად უთითებენ. მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. ამ პირობებში, სამლოცველო სახლი მუსლიმ თემს სოფელ მოხეში კერძო, ნაქირავებ სახლში აქვს გახსნილი და იქ ასრულებს რელიგიურ პრაქტიკას. მოხეს მეჩეთის შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.

არა ერთი, მათ შორის 2014 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების მიუხედავად, 2014 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მეჩეთის შენობის კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა და ხელისუფლებისგან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისგან, 16 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, საკითხის გადაწყვეტის დაპირება მიიღო. თუმცა, 2014 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციის მასშტაბური ძალის გამოყენებით მეჩეთის შენობის ნარჩენების გატანა დაიწყო.

მუსლიმი თემის შეფასებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ისტორიული მეჩეთის გადმოცემის საკითხის კანონიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცედურებით გადაწყვეტა და ყველა მიმდინარე მოლაპარაკება არაეფექტური აღმოჩნდა. რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ასევე ადასტურებს, რომ ამ დრომდე, სააგენტოს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია და გადაწყვეტილების მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე მოხდა. 22 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მისული მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, 14 პირი კი დააკავა.[1] თვითმხილველების განმარტებით, პოლიცია დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ასევე, თვითმხილველთა განმარტებით, დაკავებულ პირებს შორის რამდენიმე ადამიანი პოლიციამ სასტიკად არის ნაცემი. ნაცემია ერთი ქალბატონი, რომელმაც დაზიანებები მიიღო სახეზე. მუსლიმების თქმით, დაკავებულთა შორის არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქცევის გადაღებას ცდილობდნენ და რომელთაც პოლიციამ ტელეფონები ჩამოართვა და გაუნადგურა. ამ პირობებში, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება აშკარად არაადეკვატურია და არ პასუხობს ადგილობრივი მუსლიმი თემის საჭიროებებსა და ინტერესს. მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის მინდობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძესთან, რომელიც სოფელ ჭელაში შსს-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო და ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მათ მიმართ აგრესიული ქცევით გამოირჩევა, მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება, როდესაც მან კანონით დადგენილი წესით არ შეისწავლა მეჩეთის ისტორიული და კულტურული სტატუსი და საკულტო ნაგებობას კულტურის ცენტრის მიზნობრიობა დაუდგინა, დაუსაბუთებელია და მუსლიმი თემის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების საპოლიციო ძალებით აღსრულება, თავის მხრივ, სახელმწიფოს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებაა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ყოველთვის თავს იკავებს სამართლებრივი და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები აშკარად ახორციელებენ რელიგიურ დევნას, თუმცა მისი მეთოდები სასტიკი და ძალადობრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ. ცხადია, სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, უმნიშვნელოვანესია: ხელისუფლებამ, შეაჩეროს სოფელ მოხეში კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხი, ვიდრე კანონით დადგენილი პროცედურების გამოყენებით, დემოკრატიული და არადისკრიმინაციული გზებით არ განისაზღრება მეჩეთის სტატუსი და მუსლიმი თემისთვის მისი გადაცემის საკითხი; პროკურატურამ, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, სოფელ მოხეში, მუსლიმების მიმართ სავარაუდო არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების საზოგადოებისთვის წარმოდგენა; სასამართლომ, უზურნველყოს მტკიცებულებების სათანადო შეფასება და წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, არ დაეყრდნოს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს.

მათ შორის, სათანადო მტკიცების სტანდარტი გამოიყენოს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმეების განხილვისას; საკანონმდებლო ორგანომ გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები.

მათ შორის, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს მთავრობას, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ანგარიშის წარმოდგენა რელიგიური დევნის მიმდინარე შემთხვევებზე მის მიერ გატარებულ არაეფექტურ და რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით; მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, ადეკვატური და სამართლიანი შეფასება მისცეს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევებს და უზრუნველყოს მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა, მათ შორის, დროულად უზრუნველყოს ქობულეთში პანსიონის ფუნქციონირება, სადაც პოლიცია დემონსტრაციულ უმოქმედობას ავლენს და განგრძობითად არღვევს მუსლიმი თემის უფლებებს", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22 სექტემბერი, 2026

ბეგი სიორიძე: "ნებისმიერ დროს, როდესაც მსგავსი ფაქტი განმეორდება, დამიკავშირდით"

"ჯეპრას" კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და სამი ფინალისტი გამოვლინდა

ყველა სიახლე

სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო