ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიმა, ყალბი ფულის შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა სპარტაკ ჯინორიძემ და თამაზ გუგეშაშვილმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე, გაასაღეს 2 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს – 90 აშშ დოლარს.
დაკავებულის, სპარტაკ ჯინორიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 18 300 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.