საქართველოში, უახლოეს დღეებში, 175 ტონა სათესლე ხორბალი შემოვა. აღნიშნული პარტია ქვეყანაში თურქეთის ერთ-ერთი რეგიონიდან – თრაქიიდან გუშინ გამოიგზავნა.
გამოგზავნილ სათესლე ხორბალს შორის სულ სამი ჯიშია და ამ რეგიონიდან სათესლე ხორბალი საქართველოში პირველად შარშან შემოვიდა.
კომპანია, რომლის ხორბალსაც ქართველი მემამულეები ხორბლის მოსავალს მიიღებენ სათესლე ხორბალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ შორის საბერძნეთსა და ბულგარეთში ჰყიდის.
გასულ წელს საქართველოში ამერიკული და ევროპული სათესლე ხორბალი ლიდერობდა და კილოგრამის ფასი დაახლოებით 2 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა.
გამოყენებულია თურქული გამოცემა www.milliyet.com.tr-ის ინფორმაცია