გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციისთვის ცალკე შენობა აშენდება:
_ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გუბერნიისთვის აშენდეს ცალკე ადმინისტრაციული შენობა და იქ გადავიდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დეტალები ზუსტდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შენობა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, _ გვითხრა გუბერნატორმა.
უკვე ცნობილია შენობის დიზაინი, რომელიც „გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს. გუბერნატორის ინფორმაციით მშენებლობა 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს.
წყაროს ინფორმაციით, ფართი, რომელშიც ახლა გუბერნიაა განთავსებული, ქალაქ ოზურგეთის მერიას გადაეცემა.