ორშაბათს, "კვირის თემის" ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე უპასუხებენ.
უყურეთ "კვირის თემას" და გაიგეთ რას ფიქრობენ ოზურგეთელები გუბერნიის შენობის მაკეტზე; არსებობს თუ არა შენობა ოზურგეთში, სადაც რომელიმე უწყების განთავსებაა შესაძლებელი; რის შესახებ არ ეკითხებიან აზრს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას; რა შუაშია ე.წ. ბაღების სკანდალთან მხარის პირველი პირი და არსებობს თუ არა გუბერნატორსა და გამგებლებს შორის დაპირისპირება; რა ხდება ქალაქის მერიაში; როგორ არჩევენ თანამდებობის პირებს; ვის სჭირდება ახალი შენობა _ მერიას თუ გუბერნიას და რას პასუხობს ბეგლარ სიორიძე ოპონენტებს.
თუ გაქვთ შეკითხვები გიორგი ჩხაიძესთან და ბეგლარ სიორიძესთან შეგიძლიათ მოგვწეროთ გურია ნიუსის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/gurianews ან მეილზე nato@gurianews.com