ოფიციალური დოკუმენტების თანახმად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა. ინსპექტირების ჯგუფმა დააზუსტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია და პრეტენზიები არ არსებობს. თუმცა რეალობა სხვაა.
ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებული იანეულის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი „ხარისხიანი“ დეტალი კედელში სახელდახელოდ გაკეთებულ ქვასაც გულისხმობს, რომლის დანიშნულებაც ბაღის აღმზრდელების განმარტებით თაგვისგან თავდაცვაა.
ხელშეკრულების ფარგებში სოფელ სამებისა და ამაღლების ბაღებიც გაკეთდა, თუმცა იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ რომ ბაღები არ არსებობს.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, კითხვა _ რა დაინტერესება აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ინსპექტირების ჯგუფს, როცა უხარისხო ობიექტებს „ხარისხიანად“ მიიჩნევს და შესაბამის აქტსაც აფორმებს უპასუხოდ დარჩა. ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ლომთათიძემ ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად გადაღებაში ხელი შეგვიშალა.