დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Star” სენსაციური „ნიუსი“ გაავრცელა.
გაგიკვირდებათ და ამ პატივსაცემი ინგლისური გაზეთის მტკიცებით, ჰოლანდიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი კარიერის გაგრძელებას თურქულ „ფენერბაჰჩეში“ აპირებს.
სამწუხაროდ, ინგლისური გამოცემა ამ ინფორმაციის მხოლოდ ლაკონურად გადმოცემით შემოიფარგლა.
ერთადერთი, რაც ცნობილი გახლავთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის წარმომადგენლები ვან პერსის პირად მენეჯერს უკვე დაუკავშირდნენ.
ჰოლანდიის ნაკრების 31 წლის შემტევს „ფენერბაჰჩეს“ შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ერთადერთი რაც თავდამსხმელმა განაცხადა ის გახლავთ, რომ ქალაქ სტამბულში გადასვლაზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერიოზულად ჩაფიქრდება და დიდია ალბათობა ამ წინადადებას დაეთანხმოს.