საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი მოადგილეები დავით ზალკანიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ლევან გურგენიძე და დავით ჯალაღონია დაკავებული თანადებობიდან გადადგნენ.
მაია ფანჯიკიძემ კოალიციაც დატოვა.
მან ამის შესახებ განცხადება, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. რის შემდეგადაც პოსტი დატოვა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა.
ირაკლი ალასანიას პარტიის „-თავისუფალი დემოკრატების“ წევრია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.
ცნობისთვის, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ თანამდებობები ფანჯიკიძესა და წულუკიანსაც დაეტოვებინათ.